loader

სავარაუდოდ, სამართალდამცავი - მოქალაქეს: "დაგიმტვრევ მაგ ნეკნებს, ნეკნებს ამოგაცლი" - რა ხდება "კომენდანტის საათის" დროს თბილისის ერთ-ერთ უბანში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სავარაუდოდ, სამართალდამცავი - მოქალაქეს: "დაგიმტვრევ მაგ ნეკნებს, ნეკნებს ამოგაცლი" - რა ხდება "კომენდანტის საათის" დროს თბილისის ერთ-ერთ უბანში

Palitravideo.ge-ს თბილისის ერთ-ერთ უბანში გადაღებული ეს ვიდეო ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. ვიდეოს ავტორის თქმით, კადრები ახლახანს, ე.წ. კომენდანტის საათის პერიოდშია გადაღებული. კადრებში ისმის ფრაზა - "დაგიმტვრევ მაგ ნეკნებს, ნეკნებს ამოგაცლი", რომლითაც სამართალდამცავი მოქალაქეს მიმართავს. 

ვიდეოს ეს ფრაგმენტი არ იძლევა დასკვნის გაკეთების საშუალებას, თუ რა უძღოდა წინ სამართალდამცავის მიერ, მოქალაქისთვის ამგვარი სიტყვებით მიმართვას. ჩვენ ვაქვეყნებთ კონფლიქტის ამსახველ იმ კადრებს, რომელშიც ისმის, რომ სამართალდამცავი მოქალაქეს, რომელიც ე.წ. კომენდანტის საათისას ქუჩაში კანონდარღვევით გადაადგილდებოდა, აგრესიული სიტყვებით მიმართავს.