loader

"გადავბუგავ ყველაფერს" - ახალგაზრდა მამაკაცმა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბიოლოთეკაში ხანძარი პირდაპირ ეთერში გააჩინა (გაფრთხილება: შეიცავს უცენზურო ლექსიკას) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გადავბუგავ ყველაფერს" - ახალგაზრდა მამაკაცმა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბიოლოთეკაში ხანძარი პირდაპირ ეთერში გააჩინა (გაფრთხილება: შეიცავს უცენზურო ლექსიკას)

ასევე ნახეთ: ვინ არის მამაკაცი, რომელმაც სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გააჩინა - ხმაურიანი კადრები არქივიდან, რომელშიც სავარაუდოდ, ის ფიგურირებს

დღეს, 19 აპრილს თბილისში, მიხელ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარის ლოკალიზება მალევე მოხდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"ცეცხლი 15 კვადრატულ მეტრზე საოფისე ინვენტარს ეკიდა. ადგილზე 4 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

როგორც აღმოჩნდა, არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც გააჩინა ხანძარი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში. მან საკუთარი განზრახვის შესახებ ფეისბუქზე პირდაპირი ჩართვისას ღიად ისაუბრა და ასევე პირდაპირი ჩართვისას წაუკიდა შენობას ცეცხლი.