loader

"ადამიანი იჯდა ტელევიზორთან და მოხვდა თავში ტყვია" - ქალი, რომელიც ვაჟა-ფშაველაზე ბრმა ტყვიამ მოკლა, მომღერალ თიკა მახალდიანის დედაა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ადამიანი იჯდა ტელევიზორთან და მოხვდა თავში ტყვია" - ქალი, რომელიც ვაჟა-ფშაველაზე ბრმა ტყვიამ მოკლა, მომღერალ თიკა მახალდიანის დედაა

მომხდარზე საქმე ორი მუხლით არის აღძრული. გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს. ჰყავს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე დაკავებული პირი - უწყებაში არ აკონკრეტებენ. „დაკავებულია ვიღაც, მოხდა შორიდან გასროლა, ნახევარი კილომეტრიდან, როგორც ვიცით. ადამიანი იჯდა სახლში, ტელევიზორთან და მოხვდა ტყვია. ალბათ, მთვრალმა გაისროლა. გვითხრეს, რომ 550 მეტრიდან გაისროლესო მაკაროვიდან, ნუცუბიძის ქუჩიდან“ - განაცხადა ჟურნალისტებთან ოჯახის ახლობელმა. ვაჟა-ფშავალაზე გუშინ, გვიან ღამით მომხდარ შემთხვევას მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა. შუახნის ქალბატონი ოჯახთან ერთად საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეშვიდე სართულზე იმყოფებოდა, რა დროსაც  ბრმა ტყვია შუბლში მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, გასროლა მაკაროვის სისტემის პისტოლეტიდან მოხდა.

ასვე იხილეთ: პირველი კადრები სახლიდან, სადაც ბრმა ტყვიამ 50 წლის ქალი იმსხვერპლა

რას ჰყვებიან მეზობლები ვაჟა-ფშაველაზე მომხდარ ტრაგედიასა და ქალზე, რომელიც პოლიციელის ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა

ვინ არის ქალი, რომელიც გასულ ღამეს გასროლილმა ტყვიამ საკუთარ სახლში იმსხვერპლა და რას წერს ტრაგედიის შესახებ ნიკა მელია