loader

"ბულვარის კლასტერიღა გვაკლია... მივლენ სახლში და იმაზე დაპოსტავენ, როგორი შეუგნებელია მრევლი" - რა ხდება ბათუმში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბულვარის კლასტერიღა გვაკლია... მივლენ სახლში და იმაზე დაპოსტავენ, როგორი შეუგნებელია მრევლი" - რა ხდება ბათუმში

კორონავირუსის ეპიდემიისას პროფესიონალებისგან თუ მთავრობისგან ყველაზე ხშირად ვისმენთ მოწოდებას - "დარჩით სახლში", თუმცა, როგორც ჩანს, მოქალაქეთა დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ გაუაზრებია, რომ სახლში დარჩენა ქუჩაში სეირნობას არ ნიშნავს. "ფეისბუქზე" ბათუმიდან ინტერნეტმომხმარებელი ირაკლი ბაკურაძე აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, როგორი ხალხმრავლობაა ქალაქის ბულვარში. ვიდეომასალასთან ერთად, ის პოსტსაც ავრცელებს და წერს:

"მეგონა, ფანჯრიდან კარგად ვერ ვხედავდი და ამდენი ხალხი არ იქნება-მეთქი. დღეს ბავშვები აივანს გავაცილეთ და პლაჟზე ჩავიყვანეთ (სახლიდან 30-40 მეტრშია პლაჟი, ეზოში, ფაქტობრივად), მაგრამ მართლა შეგვეშინდა და მალევე სულ ტირილით წამოვიყვანეთ უკან. ბულვარის კლასტერიღა გვაკლია რა.  
თანაც, ეს ბულვარის ცენტრალური ნაწილი არაა, სან-რემოსთან ტერიტორიაა (ერთი ქუჩა უერთდება აქაურობას) და შერატონისკენ ჭიანჭველებივით ჩანდა ხალხი.
ზოგიერთი მივა სახლში და იმაზე დაპოსტავს, თუ შეუგნებელია მრევლი და როგორ არ იცავენ ეკლესიაში დისტანციას."