loader

პირველი კადრები სახლიდან, სადაც ბრმა ტყვიამ 50 წლის ქალი იმსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი კადრები სახლიდან, სადაც ბრმა ტყვიამ 50 წლის ქალი იმსხვერპლა

ვაჟა-ფშაველაზე გუშინ, გვიან ღამით მომხდარ შემთხვევას მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა. შუახნის ქალი ოჯახთან ერთად საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეშვიდე სართულზე იმყოფებოდა, რა დროსაც ბრმა ტყვია შუბლში მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. 

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თ.ა.-ს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე ბრალდებულად დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ს.გ.

ვიდეო: "რუსთავი 2"

ასევე იხილეთ: რას ჰყვებიან მეზობლები ვაჟა-ფშაველაზე მომხდარ ტრაგედიასა და ქალზე, რომელიც პოლიციელის ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა

ვინ არის ქალი, რომელიც გასულ ღამეს გასროლილმა ტყვიამ საკუთარ სახლში იმსხვერპლა და რას წერს ტრაგედიის შესახებ ნიკა მელია

"ადამიანი იჯდა ტელევიზორთან და მოხვდა თავში ტყვია" - ქალი, რომელიც ვაჟა-ფშაველაზე ბრმა ტყვიამ მოკლა, მომღერალ თიკა მახალდიანის დედაა