loader

რა არის ცნობილი პოლიციელზე, რომელმაც გამოძიების ვერსიით, ნასვამ მდგომარეობაში გასროლილი ბრმა ტყვიით 50 წლის ქალი მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა არის ცნობილი პოლიციელზე, რომელმაც გამოძიების ვერსიით, ნასვამ მდგომარეობაში გასროლილი ბრმა ტყვიით 50 წლის ქალი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელმაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა უმისამართოდ გასროლის შედეგად მოპირდაპირე კორპუსში მცხოვრები 50 წლის ქალი იმსხვერპლა, სოსო გაბრიაძეა.

50 წლის თა­მარ ან­თე­ლა­ვას გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი შსს-ს თა­ნამ­შრო­მე­ლი სიმონ (სოსო) გაბრიაძე თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად და­ა­კა­ვეს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა პოლიციელმა სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის აივ­ნი­დან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან უმი­სა­მარ­თო გას­რო­ლა. გას­რო­ლი­ლი ტყვია თა­ვის არე­ში მოხ­ვდა მიმ­დე­ბა­რე კორ­პუს­ში მცხოვ­რებ 50 წლის თამარ ანთელავას, რის შე­დე­გა­დაც ეს უკა­ნას­კნე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხ­ლით, რაც გუ­ლის­მხობს სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით. გაბრიაძეს ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა ან 4 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ელის. სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის თა­ნახ­მად, სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით ის­ჯე­ბა ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბით, ვა­დით ექ­ვსი თვი­დან ორ წლამ­დე, ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით, ვა­დით ორი­დან ოთხ წლამ­დე.