loader

მომენტი, როდესაც ბათუმში პოლიციამ 66 წლის მამაკაცი დახრჩობისგან გადაარჩინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მომენტი, როდესაც ბათუმში პოლიციამ 66 წლის მამაკაცი დახრჩობისგან გადაარჩინა

ბათუმში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 66 წლის მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინეს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟისთვის ცნობილი გახდა, რომ არდაგანის ტბაში მამაკაცი იხრჩობოდა, ისინი შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდნენ და სწრაფი რეაგირება მოახდინეს. პატრულის თანამშრომელი მინდია დიასამიძე წყალში შევიდა და მოქალაქე ნაპირზე ამოიყვანა. სამართალდამცველებმა მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.