loader

როგორ წარიმართა იმ პოლიციელის ონლაინსასამართლო პროცესი, რომელმაც გამოძიების ვერსიით, 50 წლის ქალი ბრმა ტყვიით იმსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ წარიმართა იმ პოლიციელის ონლაინსასამართლო პროცესი, რომელმაც გამოძიების ვერსიით, 50 წლის ქალი ბრმა ტყვიით იმსხვერპლა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალის მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელს, სოსო გაბრიაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, რომან ხორავამ 22 აპრილს გამოაცხადა.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებული სამართალდამცველისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც.

როგორც მისი ადვოკატი ცოტნე წერეთელი აცხადებს, სამართალდამცველი მომხდარ ფაქტს ძალიან ნანობს. სოსო გაბრიაძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. ცნობისთვის, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ბრმა ტყვიამ ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა.