loader

რამდენ ლარს მიიღებთ ერთჯერადად მთავრობისგან, თუ თვითდასაქმებული ხართ - "მათი იდენტიფიცირება მთავრობისთვის არის უკიდურესად მძიმე" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენ ლარს მიიღებთ ერთჯერადად მთავრობისგან, თუ თვითდასაქმებული ხართ - "მათი იდენტიფიცირება მთავრობისთვის არის უკიდურესად მძიმე"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, მათი იდენტიფიცირების შემთხვევაში, სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს გადაუხდის.
გახარიას თქმით, ამ ღონისძიების დაახლოებითი ღირებულება 75 მილიონი ლარი იქნება.
"ჩვენი მოქალაქეების ფენა, რომლებიც არაფორმალურად იყვნენ დასაქმებულები ან თვლიდნენ თავს თვითდასაქმებულად, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის არის უკიდურესად რთული მათი იდენტიფიცირება, რადგან ისინი არ აღირიცხებიან არცერთ ოფიციალურ ბაზასა და წყაროში. მაგრამ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ სოციალური დახმარების სამსახურების მეშვეობით და მათი იდენტიფიცირების მაქსიმალური გამარტივების გზით, მაშინ, როდესაც მოხდება ასეთი ადამიანების იდენტიფიცირება, გაუწიოს ამ ადამიანებს ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით. ამ ღონისძიების დაახლოებითი ბიუჯეტი იქნება 75 000 000 ლარი", - განაცხადა გახარიამ.