loader

შსს დედისა და მეზობლების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის დაკავების კადრებს ავრცელებს - ის ყანდაურაში მომხდარი სასტიკი მკველობის შემდეგ, ძებნაში იყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს დედისა და მეზობლების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის დაკავების კადრებს ავრცელებს - ის ყანდაურაში მომხდარი სასტიკი მკველობის შემდეგ, ძებნაში იყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნოდარ გამყრელიძის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, 57 წლის ნოდარ გამყრელიძემ ერთი წლის წინ, სოფელ ყანდაურაში საკუთარ ოჯახის წევრებსა და მეზობლებს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ესროლა. როგორც შსს-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, ნოდარ გამყრელიძე მიმალვაში იმყოფებოდა და ის სამართალდამცველებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის სავარაუდო იარაღები ნივთმტკიცებებად ამოიღო.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ნ. გ., დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სოფელ ყანდაურაში დააკავეს.

აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2019 წლის 3 მაისს, კახეთში, სოფელ ყანდაურაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა ოჯახის წევრებსა და მეზობლებს.