loader

5 კატეგორია, ვისაც მთავრობა რეგისტრირებულ თვითდასაქმებულად მიიჩნევს და მათ 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას გაუწევს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

5 კატეგორია, ვისაც მთავრობა რეგისტრირებულ თვითდასაქმებულად მიიჩნევს და მათ 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას გაუწევს

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი განმარტავს, რა შემთხვევაში მიიღებს თვითდასაქმებული ერთჯერად კომპენსაციას. როგორც მან დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, კომპენსაციის მიღების მიზნებისთვის, თვითდასაქმებულად ითვლება ყველა ის ფიზიკური პირი, რომელიც ეწეოდა რაიმე ტიპის ეკონომიკურ საქმიანობას და იღებდა შემოსავალს, გარდა დაქირავებით დასაქმებულისა.

ხუციშვილის თქმით, ესეთი პირები შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად - ფიზიკური პირები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან შემოსავლების სამსახურში რაიმე ფორმით გადამხდელად და პირები, რომლებიც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას, ჰქონდათ შემოსავალი, თუმცა, არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში და არ ჩანს მათი ეკონომიკური აქტივობა.