loader

"ეს იკადრეს პოლიციელებმა და უკანონოდ ჩაწერეს მამა დავითი" - სასულიერო პირის ჩაცხრილული ავტომობილი ყინწვისში და ადვოკატი საქმის ახალ დეტალებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს იკადრეს პოლიციელებმა და უკანონოდ ჩაწერეს მამა დავითი" - სასულიერო პირის ჩაცხრილული ავტომობილი ყინწვისში და ადვოკატი საქმის ახალ დეტალებზე

ყინწვისის მამათა მონასტრის დაკავებული წინამძღვრის, დავით (კობა) კობაიძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებული დაზარალებულ სასულიერო პირს ჩაუსაფრდა და ამის შემდეგ გაისროლა, რაც, ადოკატის თქმითვე, სიმართლეს არ შეესაბამება.

ცნობისთვის, დავით (კობა) კობაიძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ დაკავებულმა დავით (კობა) კობაიძემ გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასულიერო პირი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.