loader

სექტორები, რომლებსაც კორონავირუსმა ყველაზე მეტი დარტყმა მიაყენა და შედეგად, საქართველოს მშპ-ს მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სექტორები, რომლებსაც კორონავირუსმა ყველაზე მეტი დარტყმა მიაყენა და შედეგად, საქართველოს მშპ-ს მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია

მარტში საქართველოს ეკონომიკა 2.7%-ით შემცირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ონლაინბრიფინგზე განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, კლება დაფიქსირდა განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების (ტურიზმის), ტრანსპორტისა და დასაწყობების, ხელოვნების, გართობის და დასვენების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების, დამამუშავებელი მრეწველობის, ასევე, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორებში.

საქსტატის ინფორმაციით, მარტში 47%-ით შემცირდა ახალრეგისტრირებული საწარმოების რაოდენობა და 2,426 შეადგინა.
დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ კი 6.3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 0.7%-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელზე.