პუტინის სახე, როდესაც პრემიერ-მინისტრმა უთხრა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა - რა სიტყვებით მიმართა მას მიშუსტინმა ვიდეოჩართვისას
10:30 / 01-05-2020
"ახლახან გახდა ცნობილი, რომ ტესტმა, რომელიც მე ჩავიტარე კორონავირუსზე, დადებითი შედეგი აჩვენა. "როსპოტრებნადზორის" რეკომენდაციის შესაბამისად, უნდა დავიცვა თვითიზოლაცია, შევასრულო ექიმების მითითებები. ამის გაკეთება აუცილებელია, რათა დავიცვა ჩემი კოლეგები" , - განუცხადა მიშუსტინმა ვლადიმერ პუტინს, რომელთან შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
მიშუსტინმა მისი მოვალეობის შემსრულებლად პრეზიდენტს პირველი ვიცე-პრემიერის, ანდრეი ბელოუსოვის კანდიდატურა შესთავაზა, რომელსაც პუტინი უკვე დათანხმდა.