loader

როგორ მისდევს იარაღით მკოიანის 19 წლის ძმისშვილი პეტროსიანს - "ოცნების" დეპუტატის სახლთან მომხდარი სროლის ამსახველი ახალი კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ მისდევს იარაღით მკოიანის 19 წლის ძმისშვილი პეტროსიანს - "ოცნების" დეპუტატის სახლთან მომხდარი სროლის ამსახველი ახალი კადრები

26 მარტს ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების ამსახველი ახალი კადრები JNEWS-მა გაავრცელა

დეპუტატ ენზელ მკოიანის წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის სროლის ფაქტზე დაკავებულ სამველ პეტროსიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. როგორც პროკურატურაში ამბობენ, ახალქალაქში მომხდარი ხულიგნობისა და სროლის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ორ პირს შეეფარდა. კერძოდ, სამველ პეტროსიანის გარდა, პატიმრობა შეეფარდა ასევე ენზელ მკოიანის 19 წლის ძმისშვილს, არმენ მკოიანს, რომელიც 26 მარტს მომხდარ დაპირისპირებაში ასევე იყო ჩართული.

პროკურატურის ინფორმაციით, სამველ პეტროსიანისა და არმენ მკოიანის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.