loader

"ოჯახის წევრები არ ატანდნენ ინფიცირებულებს, მოხდა ხელით შეხება, ექიმებს ქვები ესროლეს" - რა მოხდა ბოლნისის სოფელში, როცა კოვიდინფიცირებული 7 პაციენტის გადასაყვანად სასწრაფო მივიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოჯახის წევრები არ ატანდნენ ინფიცირებულებს, მოხდა ხელით შეხება, ექიმებს ქვები ესროლეს" - რა მოხდა ბოლნისის სოფელში, როცა კოვიდინფიცირებული 7 პაციენტის გადასაყვანად სასწრაფო მივიდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ინციდენტი მოხდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსისათვის" გახდა ცნობილი, სიტყვიერი დაპირისპირება და მცირე შეხლა-შემოხლა იმ დროს მოხდა, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადასაყვანად ერთ-ერთ ოჯახში მედპერსონალი, სამართალდამცავები და სოფლის რწმუნებული მივიდნენ.

არსებული ინფორმაციით, ოჯახის ახლობლებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც ქვებით დააზიანეს აღნიშნულ სოფელში მერის წარმომადგენლის ავტომანქანა.

მომხდარზე მაყურებელს დეტალურად ესაუბრება "ინფო რუსთავის" დამფუძნებელი გიორგი ჩომახაშვილი გადაცემაში "360 გრადუსი".