"დაგვემატა 29 გამოჯანმრთელებული" - მარინა ეზუგბაია ახალ შემთხვევებსა და მედიკამენტების კვლევაზე, რომელშიც საქართველო ჩაერთვება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 6-ით გაიზარდა და 610 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5083 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 505 პირი.
ინფორმაციისთვის, 610 ადამიანიდან 269 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ინფორმაციისთვის, 610 ადამიანიდან 269 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.