loader

"ეს ეხება ყველა ლიცენზირებული ტაქსის და მიკროავტობუსის მძღოლს" - რა უნდა გააკეთონ მათ იმისთვის, რომ 300-ლარიანი დახმარება მიიღონ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს ეხება ყველა ლიცენზირებული ტაქსის და მიკროავტობუსის მძღოლს" - რა უნდა გააკეთონ მათ იმისთვის, რომ 300-ლარიანი დახმარება მიიღონ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დაზარალებულ ტაქსის და მიკროავტობუსის მძღოლებს 300-ლარიანი დახმარების შეღავათი შეეხებათ.

„არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი მიმართულება დაზარალდა. მათ შორის არიან ტაქსის და ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები. თბილისის ტაქსის მფლობელებს ის სამთავრობო ანტიკრიზისული შეღავათი შეეხებათ, რომელიც ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას ითვალისწინებს. ეს ეხება ყველა იმ ტაქსის მძღოლს, რომელსაც აქვს ლიცენზია. ასევე, ამ პროექტით ისარგებლებენ მიკროავტობუსების მძღოლები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მან მიკროავტობუსების მძღოლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მოადგილეებს სატელეფონო შეტყობინების სახით მძღოლების ინფორმირება დაავალა.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მიკროავტობუსის მძღოლებს დიდი მადლობა გადავუხადო, ვინაიდან მათ მონაწილეობა მიიღეს მთელი ამ პროცესის განმავლობაში, იქნებოდა ეს ექიმების გადაყვანა, საკარანტინო ზონებიდან ხალხის გამოყვანა და კონკრეტულ ქალაქებში ჩაყვანა. ყველა საკარანტინო სივრციდან თბილისის მერიამ უზრუნველყო ადამიანების საკუთარ სახლებში დაბრუნება.

დახმარების მისაღებად საჭირო იქნება გარკვეული მინიმალური პროცედურების გავლა და შესაბამისი სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება. მინდა გთხოვოთ მოადგილეებს, რომ SMS-ის სახით, როგორც ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს, ასევე მიკროავტობუსების კომპანიას გადასცეთ ეს ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსების მძღოლებმა ამ პროგრამებით ისარგებლონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.