loader

რა დაემართა ავიაკომპანიის ეკიპაჟს, რომელიც აკრძალვის მიუხედავად, ჩინეთში დაფრინავდა - რა წერია 1300 თანამშრომლის მამხილებელ წერილში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა დაემართა ავიაკომპანიის ეკიპაჟს, რომელიც აკრძალვის მიუხედავად, ჩინეთში დაფრინავდა - რა წერია 1300 თანამშრომლის მამხილებელ წერილში

BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტის თანახმად, ირანულმა ავიაკომპანია Mahan Air-მა ხელი შეუწყო ახლო აღმოსავლეთში კოვიდ-19-ის გავრცელებას. საუბარია ავიაკომპანიაზე, რომელიც იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე ქვეყანამ ირანთან ავიამიმოსვლა აკრძალა, ფრენებს მაინც ახორციელებდა.
"ბი-ბი-სის" არაბულმა ბიურომ კომპანიის მიერ შესრულებული ფრენების მონაცემების ანალიზი დაამუშავა და მაჰან ეირში თავის წყაროებს დაუკავშირდა, რათა დაემტკიცებინა, რომ კომპანიამ, სახელმწიფოს მხრიდან ოფიციალურად დაწესებული აკრძალვის მიუხედავად, ასობით ფრენა შეასრულა ირანს, ერაყს, გაერთიანებულ საემიროებსა და სირიას შორის.