loader

"უპრეცედენტო პროგრამას ვიწყებთ" - რას სთავაზობს მთავრობა სასტუმროებს, რომელთა წლიური ბრუნვა 20 მლნ-მდე იყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უპრეცედენტო პროგრამას ვიწყებთ" - რას სთავაზობს მთავრობა სასტუმროებს, რომელთა წლიური ბრუნვა 20 მლნ-მდე იყო

ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, დავუსუბსიდირებთ საბანკო სესხის პროცენტის 80%-ს სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს პროგრამა 6 თვეს გაგრძელდება.
„უპრეცედენტო პროგრამას ვიწყებთ, რომლითაც ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, დავუსუბსიდირებთ საბანკო სესხის პროცენტის 80%-ს სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე და ეს პროგრამა გაგრძელდება 6 თვეს. ეს არის სასტუმროების უდიდესი უმრავლესობა, პრაქტიკულად, სასტუმრო ინდუსტრიის 95%-ზე მეტი ობიექტი. ასევე, დავეხმარებით და დავუსუბსიდირებთ ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობას, რაც სულ მალე გახდება აქტუალური და ჩვენს ტურისტულ ობიექტებს დაეხმარება, რომ საქართველოს ახალი ტურისტული იმიჯი გაიტანონ მსოფლიო ბაზარზე. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, დავეხმარებით მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვაში, რაშიც 1 ნაბიჯით ვუსწრებთ ბევრ სხვა ქვეყანას“, - განაცხადა თურნავამ.