კორონავირუსის ახალი შემთხვევები და ტესტების სანდოობა - მარინა ეზუგბაიას ბრიფინგი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 623-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4723 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 446 პირი.
ინფორმაციისთვის, 623 ადამიანიდან 288 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ინფორმაციისთვის, 623 ადამიანიდან 288 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.