X
კიდევ რა მძიმე დაავადებებს ებრძოდა 45 წლის ქალი, რომელიც კორონავირუსით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა - რა წერია ოფიციალურ განცხადებაში
13:48 / 08-05-2020
გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 45 წლის ქალია. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჰოსპიტალი ავრცელებს.

მათი განმარტებით, 45 წლის ქალს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა. როგორც კლინიკაში განმარტავენ, პაციენტი სამხედრო ჰოსპიტალში ვირუსული ინფექციის ნიშნებით 29 მარტს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადმოიყვანეს.

"ლუგარის კვლევით ცენტრში ჩატარებული PCR ტესტირების შედეგად, მას COVID-19 დაუდასტურდა. პაციენტს ასევე აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, უნივერსალური სიმსუქნე. პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ვლინდებოდა ორმხრივი პნევმონია, მრავლობითი ინფილტრაციები ე.წ. დაბურული მინის ტიპით. მოგვიანებით განვითარდა ორმხრივი სპონტანური სისხლჩაქცევა თხემ-კეფის მიდამოში (ნეიროქირურგიულად შეფასდა, როგორც ინოპერაბელური). მდგომარეობა შეფასდა, როგორც კრიტიკული, რის გამოც ის მკურნალობას რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში მკურნალობის დღიდან იყო მძიმე, რასაც განაპირობებდა თანხმლები დაავადებები. მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლის მიხედვით, თუმცა ვირუსის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა დაავადების გართულებით, ექიმების მცდელობის და ძალისხმევის მიუხედავად, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი”, - ნათქვამია განცხადებაში.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ვიქტორია ბექჰემმა ლეგენდარული “ფეხის აწევა“ ქალიშვილთან ერთად გაიმეორა -დიზაინერი ყვითელი პრესის განხილვის საგანი გახდა
“მაისური ამიწია და მკერდზე შემეხო“ - ვინ არის ექიმი, რომელსაც პაციენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
“რა კარგი წყვილია... საყვარლები არიან“ - ლელა წურწუმიამ შვილის რჩეული გამოაჩინა
“მაქვს სიცხე, მაგრამ სულით არ ვეცემი“ - მაია ასათიანი კოვიდინფიცირების შესახებ საუბრობს
“ნეკა დოროყაშვილმა ბასილაშვილს თასები დაუმტვრია“- წყვილს შორის ახალი სკანდალი აგორდა
საიტი, სადაც 200 ლარიანი დახმარების მისაღებად უნდა დარეგისტრირდეთ, ჩაირთო - ნახეთ, დეტალური ინფორმაცია
“ალბათ ვიქნები სუბიექტური...“ - რატომ არ დაესწრო ნანუკა ჟორჟოლიანი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მისი კანდიდატურის წარდგენას?
“ეს ის არის, რაც ტურისტებს ძალიან უყვართ“ - გოგა ჩანადირის შოკისმომგვრელი აღმოჩენა ფოთში, რითიც ევროპა მილიონობით ტურისტს მიიზიდავდა