loader

რას გულისხმობს მთაწმინდის ფერდობის რეაბილიტაცია და რას შეცვლის 16-მილიონიანი პროექტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას გულისხმობს მთაწმინდის ფერდობის რეაბილიტაცია და რას შეცვლის 16-მილიონიანი პროექტი

ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, თბილისის მერიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, მთაწმინდის ფერდობებზე არსებული დაზიანებული ნარგავების აღდგენის სამუშაოები იწყება.

პროექტი, რომლის პრეზენტაციაც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გამართა, მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციასა და ტურისტულად მიმზიდველი გარემოს შექმნას ითვალისწინებს. როგორც კალაძემ აღნიშნა, პროექტის განხორციელების მთავარი მიზანი არსებული ფერდის ლანდშაფტის ოთხ სეზონად გადაქცევაა, რაც მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე, ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტაციას გულისხმობს.