loader

მოკლულია 3 ჟურნალისტი, რომელიც პუტინის პირად არმიად წოდებული მებრძოლებით დაინტერესდა, დაქირავებული რაზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც იუწყება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოკლულია 3 ჟურნალისტი, რომელიც პუტინის პირად არმიად წოდებული მებრძოლებით დაინტერესდა, დაქირავებული რაზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც იუწყება

გაეროს ექსპერტების ინფორმაციით, ლიბიაში 1200-მდე რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, ე.წ. ვაგნერის მებრძოლები, გენერალ ხალიფა ჰაფთარის მხარეს იბრძვიან, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას უპირისპირდება.
მედიაში განცხადებები "ვაგნერის რაზმის" ლიბიაში დაფიქსირების შესახებ მანამდეც ვრცელდებოდა, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გაერომ რუსი დაქირავებული სამხედროების ლიბიაში ყოფნა ოფიციალურად დაადასტურა. გაეროს ანგარიშში წერია, რომ რუსი დაქირავებული სამხედროები ლიბიაში 2018 წლიდან მოქმედებენ.
ხუთშაბათს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ე.წ. ვაგნერის რაზმი ლიბიაში გენერალ ხალიფა ჰაფთარის მხარეს იბრძვის. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, კრისტოფერ რობინსონის თქმით, ვაშინგტონი ამ დაჯგუფებას კერძო სამხედრო კომპანიად არ მიიჩნევს. მისივე თქმით, ყველაფერი მიუთითებს, რომ "ვაგნერს" რუსეთის მთავრობა ხელმძღვანელობს.