loader

"ბოლო რამდენიმე დღეა ახალი შემთხვევა არ მიგვიღია" - ლევან რატიანის ბრიფინგი და განცხადება, რომელსაც ჟურნალისტების მხრიდან აპლოდისმენტები მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბოლო რამდენიმე დღეა ახალი შემთხვევა არ მიგვიღია" - ლევან რატიანის ბრიფინგი და განცხადება, რომელსაც ჟურნალისტების მხრიდან აპლოდისმენტები მოჰყვა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღის განმავლობაში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ რამდენიმე პაციენტი დატოვებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 68 პაციენტია მოთავსებული. აქედან კოვიდინფიცირებულია 52 პაციენტი. ექიმის თქმით, დინამიკა მკვეთრად არის კლებისკენ მიმართული. როგორც რატიანმა აღნიშნა, ბოლო 24 საათის განმავლობაში მათი კლინიკიდან 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა.