loader

"მაშინ გაზაფხულს ველოდებოდით, ახლა შემოდგომას დაველოდოთ და შემოდგომას დავითვალოთ წიწილები" - გიორგი გახარია ჟურნალისტებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მაშინ გაზაფხულს ველოდებოდით, ახლა შემოდგომას დაველოდოთ და შემოდგომას დავითვალოთ წიწილები" - გიორგი გახარია ჟურნალისტებს

ყველაფერი შეიძლება, დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნების" ახალი სახე ვეღარ ვიქნები, რადგან ერთხელ უკვე ვიყავი, ამაში დარწმუნებული ვარ, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც არჩილ თალაკვაძის განცხადების შეფასებას შეეხებოდა, რომლის თქმით, "ქართული ოცნება" ახალ სახეებს ეძებს.

კითხვაზე, იქნება თუ არა საარჩევნო კამპანიის დროს ის ისევ პრემიერ-მინისტრი თუ მმართველ პარტიას ახალი გუნდი ეყოლება, გახარიამ უპასუხა, რომ "ყველაფერი შეიძლება".

"ყველაფერი შეიძლება, დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნების" ახალი სახე ვეღარ ვიქნები, რადგან ერთხელ უკვე ვიყავი, ამაში დარწმუნებული ვარ. მე ჩემს გუნდთან ერთად ვარ, ერთხელ ვთქვი უკვე. მაშინ გაზაფხულს ველოდებოდით, ახლა შემოდგომას დაველოდოთ და შემოდგომას დავითვალოთ წიწილები", - განაცხადა გახარიამ.