loader

დაკავებულია "კანონიერი ქურდი", რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან შემოვიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაკავებულია "კანონიერი ქურდი", რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან შემოვიდა

სამართალდამცველებმა ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, დაკავებული პირი წლების განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა და დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული ე.წ. კანონიერი ქურდი რ.უ. - მეტსახელად „რეზიკო ჯვარსკი“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.