loader

რა ხდება რუსთავის შესასვლელში ამ წუთებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება რუსთავის შესასვლელში ამ წუთებში

რუსთავში ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების დემონტაჟი მიმდინარეობს. რუსთავში სხვა ქალაქებიდან შესვლასა და გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები 14 მაისიდან, დილის 06:00 საათიდან სრულად მოიხსნება.

რუსთავის შემოსასვლელებში არსებული ოთხივე ბლოკ-პოსტის დემონტაჟის სამუშაოები ამ დროისთვის უკვე დაწყებულია, პროცესს ქალაქის ხელმძღვანელი პირები ესწრებიან. ადგილზე იმყოფება რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა.

რუსთავი, მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 15 აპრილს თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მსგავსად ჩაიკეტა.

18 მაისს კი დაგეგმილია მარნეულის მუნიციპალიტეტის გახსნა.

ავტორი: მარი ვარდოშვილი