loader

დასახელდა პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო პანდემიის შემდეგ პირველ ვიზიტორებს მიიღებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დასახელდა პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო პანდემიის შემდეგ პირველ ვიზიტორებს მიიღებს

პირველი ქვეყანა, როგორც ჩანს, ისრაელი იქნება, რომელთანაც ჩვენ გვექნება უსაფრთხო მწვანე კორიდორი, რომელიც უზრუნველყოფს შესაძლებლობას, საქართველოში სტუმრები მალე მივიღოთ, ტურისტები ამ ქვეყნიდან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როდესაც ისაუბრა საქართველოში ტურიზმის სექტორის შესახებ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის გახსნას, ამუშავებას და ქვეყანაში სტუმრების მიღებას. გახარიას თქმით, ამისათვის ძალიან აქტიურად მუშაობს როგორც ტურიზმის სააგენტო, ასევე საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროები.