loader

რომელი ქვეყნის ჯაშუშები ნადირობენ კორონავირუსის ვაქცინაზე - რას იუწყება BBC შეერთებული შტატების სპეცსამსახურის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომელი ქვეყნის ჯაშუშები ნადირობენ კორონავირუსის ვაქცინაზე - რას იუწყება BBC შეერთებული შტატების სპეცსამსახურის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით

შეერთებული შტატების სპეცსამსახურების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით "ბი-ბი-სი" წერს, რომ უცხო ქვეყნის ჯაშუშები ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად მიმდინარე სამუშაოების მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ.
შეერთებული შტატების კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბილ ევანინამ თქვა, რომ ხელისუფლებამ სამედიცინო-კვლევითი ორგანიზაციები რისკების შესახებ უკვე გააფრთხილა.
ჯაშუშების გააქტიურების შესახებ ინფორმაციას წყაროები ბრიტანული სპეცსამსახურებიდანაც ადასტურებენ.
კოვიდ-19-ის ვაქცინის შესაქმნელად, მსოფლიოში ნამდვილი რბოლა მიმდინარეობს. ამ რბოლაში ჩართულები არიან როგორც დამოუკიდებელი მკვლევარები და მსხვილი კომპანიები, ასევე სახელმწიფოებიც. ჯაშუშები ვაქცინის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობენ, კონტრდაზვერვის სამსახურები კი აკეთებენ ყვეალფერს, რომ მათ ხელი შეუშალონ.
ორგანიზაცია, რომელსაც ბილ ევანინა ხელმძღვანელობს, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესია. ის შეერთებული შტატების ხელისუფლებას, კერძო ბიზნესს და მეცნიერებს ეხმარება, რომ მათი ფასეული მონაცემები ჯაშუშებისგან იქნეს დაცული. ბილ ევანინას თქმით, უცხოური დაზვერვა, მათ შორის, ჩინური, შეეცდება გაიგოს, თუ რა კეთდება შეერთებულ შტატებში.
ამერიკის ხელისუფლება ცდილობს, მხარი დაუჭიროს ვაქცინის შესაქმნელ პროგრამას, რომელმაც, ზოგიერთი ცნობის თანახმად, კოდური სახელწოდება WARP SPEED-ი მიიღო.