loader

როგორ იმოქმედებენ მაშველები, თუ თბილისის მეტროში ხანძარი გაჩნდება და ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდება საჭირო - სასწავლო განგაშის ვიდეოჩანაწერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ იმოქმედებენ მაშველები, თუ თბილისის მეტროში ხანძარი გაჩნდება და ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდება საჭირო - სასწავლო განგაშის ვიდეოჩანაწერი

სასწავლო განგაშის ვიდეოჩანაწერი. სახანძრო-სამაშველო სწავლება ''მეტროპოლიტენი 2020''
ვიდეოჩანაწერში მოდელირებულია მეხანძრეთა ქცევა იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მეტროში 
ხანძარი გაჩნდება.
ვიდეო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სახანძრო-სამაშველო სწავლება "მეტროპოლიტენი 2020" ჩაატარა. სასწავლო ვარჯიშის ფარგლებში, "სადგურის მოედნის" მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტა. მეტროსადგურ "სადგურის მოედნის" სამივე ამოსასვლელთან, ასევე, მეტროსადგურებთან - "წერეთელი" და "ნაძალადევი", მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და საპატრულო ტექნიკა.

"სწავლებაში მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ დანაყოფმა, რომელიც რეალური შემთხვევების დროს სახანძრო-სამაშველო ოპერაციებში არის ჩართული: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია, დაცვის პოლიცია. სწავლება უწყებათშორისია და შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა, მასში ჩართულნი იქნებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები, ასევე, თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლები.

ღონისძიების მიზანია, შეიქმნას წინასწარ განსაზღვრული სამოქმედო გეგმა. სასწავლო წვრთნის დასრულების შემდეგ მოხდება სახანძრო-სამაშველო მოქმედებების გაანალიზება და შეიქმნება პროცედურებისა და მოქმედების გაწერილი გეგმა, რაც უფრო ეფექტიანს გახდის მომავალში შესაძლო ხანძრებზე რეაგირებას", - ნათქვამია განცხადებაში.