X
რა განკარგულებები გასცა გახარიამ ონლაინთათბირზე, რომელსაც მინისტრებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ქართველი ელჩები ესწრებოდნენ
10:22 / 19-05-2020
საქართველო - უსაფრთხო დანიშნულების ადგილი - ეს არის გზავნილი, რომელიც ქართველმა დიპლომატებმა თავიანთ ადგილსამყოფელ ქვეყნებში საზოგადოებამდე უნდა მიიტანონ, - ქვეყნის ტურისტულად მიმზიდველ და უსაფრთხო ადგილად პოზიციონირების შესახებ საზღვარგარეთ საქართველოს ელჩებს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, იმას, რომ საქართველომ ეფექტურად შეძლო კოვიდ-19-ის პანდემიის მართვა, წამყვანი ევროპული ქვეყნებიც ხაზგასმით აღნიშნავენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, კრიზისი იქცეს შესაძლებლობად და ამ კუთხით მიღწეული წარმატებები კონვერტირდეს კონკრეტულ შედეგებში, რაც მსოფლიოში საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების ბრენდის დამკვიდრებას გულისხმობს.

საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წევრები უახლოეს პერიოდში მიიღებენ კონკრეტულ ინსტრუქციებსა და პროტოკოლებს, რომლებიც საქართველოში უცხოელი ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით იმოქმედებს და რასაც ადგილსამყოფელ ქვეყნებში, შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციაში გამოიყენებენ. ამასთან, პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, ელჩები კიდევ უფრო გაააქტიურებენ მუშაობას სხვადასხვა ქვეყანასთან უსაფრთხო, ე.წ. მწვანე დერეფნის ამოქმედებაზე, რაც უსაფრთხო საერთაშორისო მიმოსვლისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ამას ნაღდად არ ველოდი! იმათმა კარგად გადააკოპირეს და ორიგინალი ჩვენია“ - ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ნახვების რეკორდს ხსნის
“სასწრაფოდ მოსაგვარებელია! ძალიან ბევრ პაციენტს დანიშნული აქვს ერთი და იგივე“ - წამლები, რომლებიც შეიძლება არ გვჭირდებოდეს და მაინც ფულს ვხარჯავთ
"ძველი საყვარლებივით გავიპარეთ... რომ დავთვერით თითქმის უგონოდ, პირველად მითხრა" - როგორ ულოცავს ნათია ფანჯიკიძე მეუღლეს დაბადების დღეს
“თანხა იყო ძალიან შთამბეჭდავი, მაგრამ უარი ვთქვი“ - რა შემთხვევა გაიხსენა გიორგი უშიკიშვილმა პირველად ეთერში?
ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური კლასი - რა პასუხი გასცა უკმაყოფილო ვლადიმირ პუტინს 2002 წელს საჯაროდ?
სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას ახალ ვიდეოს აქვეყნებს - კადრები ვარსკვლავური დედა-შვილის ბინიდან
“ვიცი, რომ შევძლებ“ - გიორგი სუხიტაშვილი სარეაბილიტაციო ცენტრიდან ვიდეოს აქვეყნებს
“სამ დღეში მინუს 2 კილო“ - თათია სულუაშვილი კვების საგანგებო რეჟიმს გვიზიარებს