loader

სომხეთში ინფიცირებულებისთვის საწოლები უკვე სპორტდარბაზში მოამზადეს - დამძიმებულ ვითარებას შესაძლოა, ანტისამთავრობო აქციები მოჰყვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სომხეთში ინფიცირებულებისთვის საწოლები უკვე სპორტდარბაზში მოამზადეს - დამძიმებულ ვითარებას შესაძლოა, ანტისამთავრობო აქციები მოჰყვეს

სომხეთში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტული და საკონცერტო დარბაზის ფოიე საველე ჰოსპიტლად გადაკეთდა. ჯერჯერობით იქ პაციენტები არ მიუღიათ, თუმცა, თუ საჭიროება მოითხოვს, ჰოსპიტალი უკვე მზადაა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს საზოგადოების ნაწილი აკრიტიკებს. მის მიმართ კრიტიკული შეფასებები იწერება სომხურ მედიაშიც. გაზეთ "გოლოს არმენიის" 21 აპრილის ნომერში გამოქვეყნდა სტატია, სადაც ავტორი წერს:

"ხელისუფლებამ რეალობის გრძნობა დაკარგა. სწრაფად მატულობს უკმაყოფილოთა რიცხვი. სიტუაციას ისეთი პირი უჩანს, ვაითუ მასობრივი უწესრიგობები მოხდეს. სოციალური ბუნტი უკვე მომწიფებულია და ყოველდღე შეიძლება ქუჩის გამოსვლები დაიწყოს. ადამიანები თავს მოტყუებულად გრძნობენ", - ვკითხულობთ სტატიაში.