loader

რუსთავში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც მოქალაქეს მანქანიდან 100 000 ლარი გასტაცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც მოქალაქეს მანქანიდან 100 000 ლარი გასტაცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1974 წელს დაბადებული შ.ი. ძარცვის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში, მოქალაქეს კუთვნილი ავტომობილიდან 100 000 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ შ.ი. მომხდარიდან მალევე, ქალაქ რუსთავში დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის მიერ უკანონოდ დაუფლებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიდი ოდენობით ძარცვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.