loader

გინება და ფიზიკური შეურაცხყოფა - რა ჩანს კადრებში, რომელსაც შსს ქუთაისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გინება და ფიზიკური შეურაცხყოფა - რა ჩანს კადრებში, რომელსაც შსს ქუთაისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აქვეყნებს

შსს ავრცელებს ვიდეოჩანაწერის ფრაგმენტს, რომელშიც ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მომხდარი 
ინციდენტია ასახული. ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციის თანამშრომლის მიმართ წინააღმდეგობას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

უწყების მტკიცებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები, საგანგებო რეჟიმის აღსრულების მიზნით, "კომენდანტის საათის" დროს შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც მათ ნიკეას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან შენიშნეს მოქალაქე, რომელიც არღვევდა "კომენდანტის საათს", რასაც ინციდენტი მოჰყვა.

შსს-ს მიერ გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერი 1:20-წუთიანია და ის ინციდენტის მხოლოდ მცირე  ფრაგმენტს გვაჩვენებს. ვიდეოდან ძნელია დასკვნის  გაკეთება, თუ რა უძღოდა წინ  დაპირისპირებას. 

ვიდეო: შსს