loader

ფინანსთა სამინისტრო იმ დამსაქმებლებთან დაკავშირებით, ვინც ეპიდემიისას დასაქმებულებს შრომითი ურთიერთობა შეუჩერა, განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფინანსთა სამინისტრო იმ დამსაქმებლებთან დაკავშირებით, ვინც ეპიდემიისას დასაქმებულებს შრომითი ურთიერთობა შეუჩერა, განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამსაქმებელ კომპანიებს მოუწოდებს, დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ მონაცემები დროულად წარმოადგინონ. უწყება კომპანიებს შეახსენებს, რომ ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში, უნდა წარმოადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან - იანვარი, თებერვალი და მარტი, რომელიმე ერთ თვეს მაინც იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა. ამჟამად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, დაახლოებით, 20 000-მდე დამსაქმებელს უკვე აქვს წარდგენილი ინფორმაცია 78 000 დასაქმებულის შესახებ, თუმცა, უწყების მონაცემებით, ეს რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს. მათივე განმარტებით, კომპენსაციის გაცემის პროცედურა მონაცემების დამუშავებიდან არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში მოხდება.