loader

მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები მერიაში: რა სიტყვებით ემშვიდობება კალაძე მოადგილეს და ვინ გახდნენ მერიის ახალი მაღალჩინოსნები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები მერიაში: რა სიტყვებით ემშვიდობება კალაძე მოადგილეს და ვინ გახდნენ მერიის ახალი მაღალჩინოსნები

თბილისის მერის მოადგილის პოსტს ანდრია ბასილაია დაიკავებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ბასილაია სოფიო ხუნწარიას ადგილს დაიკავებს, რომელმაც თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.

ცნობისთვის, ანდრია ბასილაია რამდენიმე დღის წინ ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელად წარადგინეს, მანამდე კი, 2 წლის განმავლობაში ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი იყო. მან თბილისის მერის მოადგილის პოსტზე სოფიო ხუნწარია ჩაანაცვლა.