loader

"ერთს ერთ მუხლში გესვრი, მეორეს მეორეში... ერთ ლაწანს გაადენენ, რომ ჭკუაზე მოვიდეს" - შსს "ქურდული სამყაროს" წევრების სატელეფონო ჩანაწერს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთს ერთ მუხლში გესვრი, მეორეს მეორეში... ერთ ლაწანს გაადენენ, რომ ჭკუაზე მოვიდეს" - შსს "ქურდული სამყაროს" წევრების სატელეფონო ჩანაწერს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისში, შიდა ქართლში, იმერეთსა და აჭარაში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობის, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვისა და მხარდაჭერის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 13 პირი დააკავეს.

დაკავებულებს ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ძალადობაში, „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვასა და მხარდაჭერაში ედებათ.