რა ხდებოდა თბილისსა და ბათუმში მომენტში, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა - ისმის ოვაციები, გაუშვეს ფოიერვერკები
10:30 / 23-05-2020
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი აღარ მოქმედებს. შესაბამისად, მოქალაქეებს ღამის საათებში გადაადგილება ჩვეულ რეჟიმში შეუძლიათ. თუმცა, ქვეყანაში კვლავ რჩება რიგი შეზღუდვები, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში მოქმედებს.