შეზღუდვების ჩამონათვალი, რომელიც საგანგებოს გაუქმების მიუხედავად, დღეიდან ისევ ძალაშია - ამ წესების დარღვევა დაჯარიმებას ითვალისწინებს
11:03 / 23-05-2020
დღეიდან დახურულ საჯარო სივრცეებში კვლავ სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიექტებშიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ასევე, სავალდებულო იქნება სოციალური დისტანცის დაცვა.