რა ზიანი მიაყენა რუსთავს ძლიერმა ქარმა - კადრები ადგილიდან, სადაც პოლიციაა მობილიზებული
13:31 / 23-05-2020
რუსთავში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. ქარმა ქალაქის ცენტრალური სტადიონის შესასვლელში არსებული შენობის გადახურვა დააზიანა, ახდილია თუნუქის ფურცლები. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის მაშველები და "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლები. ქარმა რუსთავში რამდენიმე ქუჩაზე ხეებიც დაამტვრია და დააზიანა გარე განათების სადენები.