loader

კლუბებისა და ბარების წარმომადგენლებმა სახელმწიფოს დახმარებისთვის ერთობლივი განცხადებით მიმართეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კლუბებისა და ბარების წარმომადგენლებმა სახელმწიფოს დახმარებისთვის ერთობლივი განცხადებით მიმართეს

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დახურული კლუბების და ბარების წარმომადგენლები სახელმწიფოს დახმარებისთვის მიმართავენ და ითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ დადგინდეს დახურული ბარების, კლუბებისა და მუსიკალური სივრცეების გახსნის თარიღი. ამის შესახებ კლუბებისა და ბარების წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმისთვის, რომ კლუბებისა და ბარების სექტორმა სრულად შეძლოს თავისი ეკონომიკური როლის დაბრუნება, აუცილებელია ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი გადასახადების, მათ შორის, დღგ-ის კუთხით.