loader

უწყვეტი პირდაპირი ეთერი პარლამენტიდან, სადაც გიორგი გახარია ანგარიშს წარადგენს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უწყვეტი პირდაპირი ეთერი პარლამენტიდან, სადაც გიორგი გახარია ანგარიშს წარადგენს

საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უსმენენ. მთავრობის მეთაური საკანონმდებლო ორგანოში კოვიდ19-ის მართვასთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს. 

მას შემდეგ, რაც დეპუტატები მთავრობის მეთაურისგან ანგარიშს მოისმენენ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

დღევანდელ პლენარულ სხდომას დაესწრება საპარლამენტო ოპოზიციაც. კითხვები, რომლებსაც ოპოზიციის წარმომადგენლები პრემიერს დაუსვამენ, შეეხება ქვეყანაში შექმნილ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ გეგმას, მოსახლეობისთვის კომპენსაციის მიცემის წესსა და სხვ.