loader

კადრები ცეცხლში გახვეული მინეაპოლისიდან, სადაც პოლიციელის მხრიდან სასტიკი მოპყრობის შემდეგ 46 წლის მამაკაცი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ცეცხლში გახვეული მინეაპოლისიდან, სადაც პოლიციელის მხრიდან სასტიკი მოპყრობის შემდეგ 46 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

რამდენიმედღიანი მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ მინეაპოლისში აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ძალებია მობილიზებული. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მინესოტის შტატის გუბერნატორმა ტიმ ვალცმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საპროტესტო აქციები უკონტროლო გახდა და მომიტინგეებმა შენობები დაწვეს.

შეგახსენებთ, აშშ-ში უკვე მესამე დღეა საპროტესტო აქცია გრძელდება. 46 წლის ჯორჯ ფლოდის დაკავების ვიდეომ აშშ-ის მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია. კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს. ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია. მოგვიანებით ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ვიდეოს გავრცელების შემდეგ საპროტესტო აქციები შტატების, სულ მცირე, სამ ქალაქში მიმდინარეობს. მინეაპოლისში, სადაც შემთხვევა მოხდა, მომიტინგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ, შენობებში შეიჭრნენ და რამდენიმე გადაწვეს. პოლიციამ საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.



ასევე დაგაინტერესებთ: უმძიმესი კადრები აშშ-დან: პოლიციელი დაკავებულს სადისტურად ექცევა, სასოწარკვეთილი შეძახილების მიუხედავად, ყველაფერი თითქმის, 9 წუთი გრძელდება