loader

ვითარება თეთრ სახლთან მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, აქციის მონაწილეები კი ცრემლსადენი გაზით დაშალეს (ქართულენოვანი პირდაპირი ეთერი) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვითარება თეთრ სახლთან მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, აქციის მონაწილეები კი ცრემლსადენი გაზით დაშალეს (ქართულენოვანი პირდაპირი ეთერი)

"ამერიკის ხმის" პირდაპირი ეთერი.
პოლიციამ თეთრ სახლთან ახლოს შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მომიტინგეებმა, რომლებიც აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აპროტესტებენ, საგზაო ნიშნები და პლასტმასის ბარიერები დაახვავეს და ცეცხლი წაუკიდეს. ზოგიერთმა მათგანმა ახლომდებარე შენობიდან ამერიკის დროშა ჩამოხსნა და ცეცხლი წაუკიდა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი.

შეგახსენებთ, აშშ-ში საპროტესტო აქციები რამდენიმე დღის წინ, 46 წლის აფროამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის, დაკავების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ დაიწყო. თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებში მიწაზე იძულებით დაწვენილ შავკანიან მამაკაცზე პოლიციელს მუხლი დაახლოებით 9 წუთის განმავლობაში აქვს მიბჯენილი. ისმის დაკავებულის ხმა: "ვკვდები, ვერ ვსუნთქავ". მოგვიანებით გონდაკარგული ფლოიდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.