loader

რა უთხრა მოსახლეობას ფაშინიანმა, როდესაც გაიგო, რომ მას და მისი ოჯახის წევრებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა უთხრა მოსახლეობას ფაშინიანმა, როდესაც გაიგო, რომ მას და მისი ოჯახის წევრებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ფაშინიანმა „ფეისბუქლაივის" დროს განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსი დაუდგინდა მისი ოჯახის წევრებსაც.

„ამ წუთებში სამსახურში არ ვარ ერთი მარტივი მიზეზის გამო. გუშინ აღმოჩნდა, რომ ჩემმა ტესტმა კორონავირუსზე დადებითი აჩვენა. სხვათა შორის, სიმპტომები ჯერჯერობით არ მაქვს. ტესტი ჩემი ოჯახის წევრებსაც ჩაუტარდათ და მათზეც დადებითი აჩვენა“, - განაცხადა ფაშინიანმა.