loader

"დღევანდელი მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონტროლს ემორჩილება ყველაფერი" - მარინა ეზუგბაია კორონავირუსის ახალ შემთხვევებსა და ე.წ. საბურთალოს კლასტერზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღევანდელი მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონტროლს ემორჩილება ყველაფერი" - მარინა ეზუგბაია კორონავირუსის ახალ შემთხვევებსა და ე.წ. საბურთალოს კლასტერზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 796 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 10-ით გაიზარდა და 634 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 2508 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 300 პირი. საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.