loader

Turkish Airlines საერთაშორისო ავიარეისებს 18 ივნისიდან განაახლებს - რამდენ ქალაქში იფრენს ავიაკომპანია დასაწყისისთვის? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Turkish Airlines საერთაშორისო ავიარეისებს 18 ივნისიდან განაახლებს - რამდენ ქალაქში იფრენს ავიაკომპანია დასაწყისისთვის?

ავიაკომპანია Turkish Airlines საერთაშორისო ავიარეისებს 18 ივნისიდან განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის პრესმდივანმა იაჰია იუსთუნმა გაავრცელა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე ავიამიმოსვლა თურქეთის 14 და ევროპის 16 ქალაქს შორის აღდგება, დროთა განმავლობაში კი სხვა მიმათულებებლი ეტაპობრივად დაემატება.

ამასთან, პრესმდივნის განმარტებით აეროპორტებსა და თვითმფირნავის ბორტზე სოციალური დისტანცია და ჰიგიენური ნორმები მაქსიმალურად იქნება დაცული.

Turkish Airlines მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიაა, რომელიც ავიარეისებს მსოფლიოს მასშტაბით 300-ზე მეტი მიმართულებით ასრულებს.