loader

ამ კადრებში ჩანს, როგორ დაესხა თავს აგრესიული ყვავი ადამიანებს თბილისში, ისმის შეშინებულთა ხმები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ კადრებში ჩანს, როგორ დაესხა თავს აგრესიული ყვავი ადამიანებს თბილისში, ისმის შეშინებულთა ხმები

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე რამდენიმე ადამიანს ყვავი დაესხა თავს. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს თვითმხილველმა განუცხადა. მათივე ინფორმაციით, ფრინველის თავდასხმის შედეგად რამდენიმე პირი მსუბუქად დაშავდა.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულები "ნიუ ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს. კლინიკაში შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ. დაშავებულები კლინიკიდან უკვე გაწერეს.

"5 პირს დააცხრა ყვავი. მათ მიიღეს მსუბუქი დაზიანებები. ჩვენს კლინიკაში გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მათი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და გაწერილები არიან ბინაზე", - აცხადებენ "ნიუ ჰოსპიტალსში".