loader

აერიათ თუ არა ანალიზები და გაუშვეს თუ არა სახლში ინფიცირებული მამაკაცი ჯანმრთელი პაციენტის ნაცვლად - ეზუგბაიას პასუხი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აერიათ თუ არა ანალიზები და გაუშვეს თუ არა სახლში ინფიცირებული მამაკაცი ჯანმრთელი პაციენტის ნაცვლად - ეზუგბაიას პასუხი

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საზღვარგარეთიდან შემოსული მოქალაქე, რომელმაც საკარანტინო სივრცე 14 დღის შემდეგ დატოვა, სავარაუდოდ, კორონავირუსით არის ინფიცირებული. მედიის მტკიცებით, ფაქტი ნინოწმინდაში მოხდა, სადაც მედპერსონალს ანალიზები აერია და ნაცვლად ჯანმრთელი მამაკაცისა, სახლში კოვიდინფიცირებული მამაკაცი გაუშვეს. კითხვა დღეს ჟურნალისტებმა მარინა ეზუგბაიას დაუსვეს, რომელმაც თქვა, რომ ეს დაუდასტურებელი ინფორმაციაა და მასზე კომენტარს ვერ გააკეთებს.